რა არის R-Value და როგორ შევარჩიოთ ძირსაგები?
შესაძლოა კარგი საძილე ტომარა გქონდეთ, მაგრამ ღამის განმავლობაში მაინც შეგცივდეთ. ამის მიზეზი ხშირად არა ჰაერის ტემპერატურა, არამედ ცივი მიწაა. საძილე ტომარა სხეულის ქვემოთ იკუმშება და თბოიზოლაციის უნარს ნაწილობრივ კარგავს, ძირსაგები კი სხეულსა და ცივ მიწას შორის საიზოლაციო ფენას ქმნის. ძირსაგების თბოიზოლაციის უნარის შეფასებაში მთავარი მაჩვენებელია R-Value. რას ნიშნავს R-Value? ასო R მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Resistance, რაც ქართულად წინააღმდეგობას ნიშნავს. R-Value აჩვენებს, რამდენად...